თეგი: ბაქო თბილისი ერევანი

სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება თბილისში იგეგმება. ეს შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ სომხური გაზეთი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „დასავლურ ვერსიას“ მოაწერენ ხელს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების ადგილად თბილისი შემთხვევითი არ არის შერჩეული, რადგან ამ დოკუმენტის ხელმოწერით „მთელი სამხრეთ კავკასია თურქეთის გავლენის ზონაში მოექცევა“, ხოლო საქართველო „ამ რეგიონში, დასავლეთის ინტერესების მთავარი ოპერატორია“. „ამ შეთანხმების ხელმოწერით სომხეთი ოფიციალურად და საბოლოოდ იტყვის უარს არცაზე (მთიანი ყარაბაღი - რედ.). შეწყვეტს არამხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების, არამედ მთელი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დაფინანსებას - ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დაწყებული საპრეზიდენტო აპარატით დამთავრებული. ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება, მაგალითად, საბავშვო ბაღების გარემონტება“, - წერს გაზეთი. მანამდე, ბაქო და ერევანი არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმებულიყო. სად შეიძლება, ხელი მოეწეროს ხსენებულ დოკუმენტს, მხარეები ჯერჯერობით არ საუბრობენ. გაზეთ Hraparak-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერევნის, ბაქოსა და თბილისის ოფიციალურ სტრუქტურებში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი გამოვიდა ინიციატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს.  ასევე წაიკითხეთ:  სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე